მთავარი          ჩვენს შესახებ          კონტაქტი t: 551888878
 
 
     
 

ახალი ამბები

 

 

 
 
 
 
 
 
 
   
  ფერმა - წესები
 

სამაგიდო თამაში "ფერმა"

თამაშის მიზანი

თამაშის მიზანია შეისყიდოთ სხვა მოთამაშეებზე მეტი სათამაშო ბარათები და მიიღოთ საუკეთესო ფერმერის წოდება (ბარათების რაოდენობა - 48 ცალი).

თამაშისთვის მომზადება

გაშალეთ სათამაშო მოედანი რომელიც წარმოდგენილია ფერმისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ცხოველების და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების უჯრედებით.

თამაშის გასამარტივებლად დაახარისხეთ დაფაზე არსებული უჯრედების კუთვნილი სათამაშო ბარათები. (ცალ ცალკე დაალაგეთ ცხოველების, ბოსტნეულის, ხილის, სათბურების, ფუტკრების, საკალმახეს და სამეურნეო მაცივრის ბარათები).

გაინაწილეთ სათამაშო ფული: 2 მოთამაშის შემთხვევაში ყოველი თამაშის მონაწილე იღებს სათამაშო კალათიდან 7000 მეკოს, თუ 3 მონაწილეა ყოველი მათგანი იღებს 4700 მეკოს, 4 შესაბამისად 3500 მეკოს და 5 მოთამაშეს შემთხვევაში 2800 მეკოს.                       

აირჩიეთ სათამაშო ფიშკები და მოათავსეთ სტარტის უჯრედზე.

სათამაშო ბარათები

დაფაზე არსებულ უჯრედებს ეკუთვნით სხვადასხვა რაოდენობის სათამაშო ბარათები იდენტური გამოსახულებით. მაგალითად ცხოველების, ბოსტნეულის, და ფუტკრების უჯრედებს ორ-ორი ბარათი ეკუთვნით, ხილს და სათბურებს სამი, სამეურნეო მაცივარი და თევზები კი ერთი ბარათით არიან წარმოდგენილი.

ასევე ბარათებზე და უჯრედებში მითითებულია ბარათის ფასი და ფინანსური სარგებელის 2 განსხვავებული საფასური. სარგებელს თამაშის მონაწილე იღებს იმ შემთხვევაში თუკი ნებისმიერი ფიშკა მოხვდება უჯრედზე რომლის ბარათიც ნაყიდი აქვს ამ მოთამაშეს.

თამაშის წესები

თამაშს იწყებს ის მონაწილე, რომელიც კამათელით სხვებზე მეტ ქულების რაოდენობას დააგროვებს. შემდეგ თამაშობს მოთამაშე, რომელიც ზის მარცხნივ და ა.შ. თანმიმდევრობის გარკვევის შემდეგ მოთამაშეები სათითაოდ აგორებენ კამათელს და გადააქვთ თავისი ფიშკები საათის ისრის მიმართულებით იმ რაოდენობის უჯრედებზე რამდენსაც უჩვენებს კამათელი (ერთ უჯრედზე შესაძლებელია მოთავსდეს რამდენიმე ფიშკა ერთდროულად).

 

როცა მოთამაშე ხვდება უჯრედზე, რომლის ბარათი (ბარათები) ჯერ კიდევ გასაყიდია, მას შეუძლია იყიდოს ეს ბარათი თუკი გააჩნია ფინანსები. მან უნდა ჩადოს სათამაშო კალათაში იმ რაოდენობის თანხა რამდენიც მითითებულია უჯრედში და აიღოს კალათიდან ამ უჯრის იდენტური გამოსახულების სათამაშო ბარათი.

ამავდროულად ამ ბარათთან ერთად სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია იყიდოს კიდევ ერთი სხვა ნებისმიერი გასაყიდი ბარათი სათამაშო კალათიდან.

ასევე მოთამაშეს უფლება აქვს არ იყიდოს იმ უჯრის ბარათი რომელზეც დადგა მისი ფიშკა და იყიდოს სხვა ნებისმიერი გასაყიდი ერთი ბარათი.

თუკი მოთამაშე მოხვდა უჯრედზე რომლის ბარათებიც გაყიდულია, ამ შემთხვევაშიც მას შეუძლია იყიდოს ერთი სხვა ნებისმიერი ბარათი სათამაშო კალათიდან.

ამ პრინციპით მოთამაშეები ცდილობენ შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი სათამაშო ბარათები.

 

ყოველ უჯრედზე და ბარათებზე ფასის ქვემოდ წერია 2 ციფრი. ეს ციფრები განსაზღვრავენ სარგებელის მაქსიმალურ და მინიმალურ ოდენობას.

სარგებელს კი მოთამაშეები იღებენ მაშინ, როცა ნებისმიერი მოთამაშის ფიშკა ხვდება იმ უჯრედზე, რომლის ბარათები ეკუთვნით ერთ ან რამოდენიმე მოთამაშეს.

სარგებელის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ მოხვდება ამა თუ იმ უჯრედზე.

მაგალითად:

1.     თუ მოთამაშე მოხვდება უჯრედზე, რომლის ბარათი მას უკვე შეძენილი აქვს, ის სათამაშო კალათიდან იღებს მაქსიმალური ოდენობის თანხას. ანუ თუკი მოთამაშე მოხვდა საზამთროს უჯრედზე და მას შეძენილი აქვს საზამთროს ერთი ბარათი, ის აიღებს სათამაშო კალათიდან 200 მეკოს და შემდეგ შეეძლება იყიდოს საზამთროს ჯერ კიდე გასაყიდი ერთი ბარათი. თუკი ყველა საზამთროს ბარათი ეკუთვნის ამ კონკრეტულ მოთამაშეს, მაშინ ის იღებს სათამაშო კალათიდან 600 მეკოს. ყოველი ბარათი მას მოუტანს მაქსიმალურ სარგებელს.

იმ შემთხვევაში თუკი მეორე და მესამე საზამთროს ბარათები ეკუთვნით სხვა მოთამაშეებს, მაშინ ფიშკის მფლობელი იღებს სათამაშო კალათიდან 200 მეკოს, მეორე და მესამე მონაწილეები კი იღებენ სათამაშო კალათიდან სათითაოდ 100 მეკოს (სარგებელის მინიმალური რაოდენობა).

2.     თუკი მოთამაშე მოხვდება საზამთროს უჯრედზე და ყველა საზამთროს ბარათი ნაყიდი აქვთ სხვა მოთამაშეებს, ის ვალდებულია ყველა ბარათის მფლობელს გადაუხადოს თავისი ჯიბიდან სათითაოდ 100 მეკო.

 

გასათვალისწინებელია, რომ როცა მონაწილის ფიშკა ხვდება რომელომე უჯრედზე, ის ვალდებულია ჯერ გადაიხადოს ან მიიღოს ფინანსური საზღაური და მხოლოდ ამის შემდეგ მას ეძლევა უფლება იყიდოს სათამაშო ბარათები.

სამეურნეო მაცივარი

სამეურნეო მაცივარი წარმოდგენილია ერთი უჯრედით და ერთი სათამაშო ბარათით. ბარათის შესყიდვა ხდება ჩვეულებრივ როგორც დანარჩენ შემთხვევებში. ფინანსური სარგებელის მიღება კი განსხვავებულია.

ნებისმიერი მონაწილის ფიშკის მოხვედრა ამ უჯრედზე ავალდებულებს ყველა მონაწილეს გადაიხადოს 200 მეკო. თავიდან ამ თანხას მოთამაშეები დებენ სათამაშო კალათაში. შემდეგ ამ თანხას მიიღებს ის მონაწილე, რომელიც იყიდის მაცივარის ბარათს.

ბარათის დაბრუნება კალათაში

ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, ნებისმიერ მოთამაშეს აქვს უფლება დააბრუნოს სათამაშო კალათაში თავისი ბარათი (ბარათები) და აიღოს კალათიდან ბარათის  საფასურის ნახევარი.

ამის შემდეგ ნებისმიერ მოთამაშეს ექნება უფლება ჩვეულებრივ იყიდოს ეს კონკრეტული ბარათი.

დაავადებების უჯრედები

თუკი თამაშის მონაწილე მოხვდება ცხოველების დაავადების უჯრედზე, ის ვალდებულია დააბრუნოს სათამაშო კალათაში ერთი ნებისმიერი ცხოველის ბარათი. თუკი მას არ გააჩნია ასეთი, თამაში ჩვეულებრივ გრძელდება.

ბოსტნეულის დაავადებაზე კალათაში დებენ ნებისმიერი ბოსტნეულის ბარათს და შესაბამისად ხეხილის დაავადების უჯრედზე მოხვედრისას რომელიმე ხილის ბარათს (არ ეხება სათბურის მარწყვის უჯრედებს).

აღსანიშნავია, რომ თუკი მოხვდებით ამ უჯრედებზე, არ გექნებათ უფლება იყიდოთ სათამაშო ბარათები.

 

გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც სხვა მოთამაშეებზე მეტ  ბარათებს შეაგროვებს.

 

 

ფერმა - ლოტო

"ფერმა-ლოტო" -  კლასიკური ლოტოს მსგავსი თამაშია მცირედი განსხვავებებით.

თამაში წარმოდგენილია სათამაშო დაფით, 6 დიდი და 48 პატარა ბარათებით.

დიდი ბარათები დაყოფილია 8 უჯრედად და ამ უჯრედებში ციფრების მაგივრად ჩახატულია სოფლის ნობათის პროდუქტები.

როგორც კლასიკურ ლოტოში აქაც სხვებზე უფრო სწრაფად უნდა შეავსოთ თქვენს მიერ არჩეული დიდი ბარათი პატარა ბარათებით. ანუ უჯრედებში ჩახატულ სურათებზე უნდა მოათავსოთ პატარა ბარათები იდენდური გამოსახულებით.

მოთამაშეები ეუფლებიან პატარა ბარათებს დიდი ოვალური დაფის დახმარებით, რომელიც დაყოფილია 21 უჯრედად. თამაშის დასაწყისში მონაწილეები ათავსებენ თავის ფიშკებს ძროხის უჯრედზე. შემდეგ რიგის დაცვით აგორებენ კამათელს და გადააქვთ თავისი ფიშკები იმ რაოდენობაზე, რამდენსაც აჩვენებს კამათელი.

თუკი მოთამაშის ფიშკა გაჩერდა ისეთ ნახატზე როგორიც წარმოდგელია მის მიერ არჩეულ დიდ ბარათზე, მას ეძლევა უფლება აიღოს სათამაშო კალათიდან პატარა ბარათი იდენტური გამოსახულებით და მოათავსოთ თავის მიერ არჩეულ დიდ ბარათზე. ასე გრძელდება იქამდე, სანამ რომელიმე მონაწილე პირველი შეავსებს რვავე უჯრედს და მიიღებს საუკეთესო ფერმერის წოდებას.