ძალა აღმართს ხნავს
ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო
ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო
რეგვენი ბრძენზე ბრძენია რაშიც გამოცდილია
ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო
მომრევის მომრევი არ დაილევაო
გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებსო
ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს
პატიოსნება უენოდ ლაპარაკობს
იმედიანი შიმშილიც კარგიაო
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო
შეგნებული მტერი გირჩევნოდეს შეუგნებელ მოყვარესო
ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე
რასაც დასთეს, იმას მოიმკი
ცოდნა კაცს არ მოასვენებსო
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება, უტვინო კი სხვასაო
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
ცდა ბედის მონახევრეა
ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
მოთმინება სამოთხის გასაღებია
ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
ძალა ერთობაშია
კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო
ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ვერ დაიჭერს
თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გაჩვენებო
წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო
რაც არ გერგებაო, არც შეგერგებაო
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო
სიხარბემ რა ნახა – ყველა დაჰკარგა