სამაგიდო თამაში “გენერალისიმუსი”


ფასი – 70 ლარი


სათამაშოს კოდი – 1983


ასაკი – 8 წლიდან


მოთამაშეების რაოდენობა: 2


ნივთის ზომა: 43-31-1


არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის


როგორ შევიძინო

სათამაშოების შეძენა 2 გზით არის შესაძლებელი

შეიძინეთ სათამაშოები ჩვენი პარტნიორი კომპანიის “veli.store” პლათფორმიდან სადაც საკმაოდ ხშირია ფასდაკლების აქციები

ამისათვის დაწკაპეთ მწვანე ღილაკზე

შემდეგ გადამისამართდებით veli.store-ს საიტის შესაბამის გვერდზე სადაც შეიძენთ სასურველ სათამაშოს


ასევე შეიძინე სათამაშო ჩვენი პარტნიორი ქსელის “ჭიტას” მაღაზიებში



თამაშის აღწერა

სამაგიდო თამაში „გენერალისიმუსი“ არის სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ორიენტირებული ჭადრაკის ტიპის თამაში.

დაფაზე წარმოდგენილია 2 დაპირისპირებული ჯარი, მოთამაშეები კი წარმოგვიდგებიან ამ ჯარების წინამძღოლებად. ჯარისკაცების სწორი გადაადგილებით უნდა ეცადოთ მოწინააღმდეგე ჯარზე გამარჯვება.

გამარჯვების მიღწევა არ არის დამოკიდებული ბედზე. თამაში ხელს უწყობს ლოგიკის განვითარებას, ყურადღების და კონცეტრაციის დახვეწას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა.

თამაშობენ 2 პარტნიორი 8 წლის ასაკიდან და ზევით.

ინარჩუნებს


მსუბუქი და გამძლე მაგნიტური დაფა. ითამაშეთ მატარებელში ან მანქანაში — ფიგურების მყარი ფიქსაცია გარანტირებულია.

ასაკი არ არის ბარიერი: 8 წლის ბავშვსაც კი აქვს სრული შანსი, დაამარცხოს ზრდასრული ადამიანი.

თამაში უაღრესად დაბალანსებულია და თავიდან ბოლომდე გამყოფებთ სასიამოვნო ტაქტიკურ დაძაბულობაში.


თამაშის წესები

   ეს არის ტაქტიკური სტრატეგია ორი მოთამაშისთვის 9×12 უჯრიან დაფაზე. აქ არ არის იღბლის ადგილი. მხოლოდ ცივი გონება, კონცენტრაცია და მოწინააღმდეგის არმიის სრული განადგურების სურვილი. თითოეული მოთამაშე მეთაურობს 27 მეომრისგან შემდგარ არმიას. თქვენს განკარგულებაშია 6 უნიკალური სახეობის დანაყოფი, რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული ძალა და გადაადგილების საკუთარი მექანიკა.

თქვენი მიზანი: მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის სრული განადგურება ან მისი იძულება უპირობო კაპიტულაციაზე.

ფრე ხდება მაშინ, როდესაც არცერთ მოთამაშეს არ აქვს საკმარისი ძალა მოწინააღმდეგის გასანადგურებლად (მაგალითად, მხედარი ფაროსანის წინააღმდეგ).

   რიგითობა: მოთამაშეები მოქმედებენ რიგრიგობით. თამაშის დაწყებისას, პირველი მოთამაშე თავის ყველაზე პირველ სვლაზე გადააადგილებს მხოლოდ ერთ ფიგურას.

   ორმაგი სვლა: ყველა მომდევნო რაუნდში თითოეული მოთამაშე აკეთებს ორ სვლას (გადააადგილებს ორ სხვადასხვა ფიგურას).

   უარის უფლება: თუ მოთამაშეს არ სურს მეორე სვლის (ან ორივე სვლის) გაკეთება, მას აქვს უფლება არ გააკეთოს ისინი.

   გამონაკლისი: როდესაც მოთამაშეს მოედანზე რჩება მხოლოდ ერთი ფიგურა (ბოლო), ის აკეთებს მხოლოდ ერთ სვლას.

   ფიგურები გადაადგილდებიან საბრძოლო ველის უჯრედებზე. მათ არ შეუძლიათ ერთმანეთზე გადახტომა. გამონაკლისი: მხედრები (მათ შეუძლიათ გადაახტნენ თავიანთ მეომრებს).

   მოწინააღმდეგის ფიგურის აყვანა (განადგურება) არ არის სავალდებულო.

   მოწინააღმდეგის ფიგურის აყვანა ხდება ჩანაცვლების პრინციპით (როგორც ჭადრაკში). თუ თქვენი მეომრის ძალა ამის საშუალებას გაძლევთ, თქვენ გადააადგილებთ მას და დგამთ მოწინააღმდეგის უჯრაზე.

   აკრძალულია ორი ფიგურის განთავსება ერთ უჯრაზე.

   სვლა: გადაადგილდებიან 5 უჯრამდე. მოძრაობენ მკაცრად სწორ ხაზზე ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. მხედარს შეუძლია შეიცვალოს მიმართულება სვლის დროს (მაგალითად, გაიაროს 2 უჯრა წინ და 3 გვერდზე).

   განსაკუთრებული უნარი „ნახტომი“: მხედარი ერთადერთი იუნიტია, რომელსაც შეუძლია გადაახტეს საკუთარი მეომრების მიერ დაკავებულ უჯრებს.

          წესი 1: ერთი ნახტომით შეიძლება გადახტომა მხოლოდ ერთ საკუთარ იუნიტზე. უჯრა, რომელზეც ეს იუნიტი დგას, ითვლება სვლის საერთო დისტანციაში (იხარჯება 1 ნაბიჯი 5-დან).

          წესი 2: შეუძლებელია გადახტომა ორ საკუთარ იუნიტზე, თუ ისინი მეზობელ უჯრებზე გვერდიგვერდ დგანან. მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს ერთი ცარიელი უჯრა. აქედან გამომდინარე, ერთი სვლისას (5 უჯრა) მხედარი ახერხებს მაქსიმუმ ორ საკუთარ იუნიტზე გადახტომას.

   თავისებურება გარღვევა“: სხვა მეომრებისგან განსხვავებით, რომლებიც მოწინააღმდეგის განადგურებისას კარგავენ გადაადგილების უნარს, მხედარს ერთი სვლის განმავლობაში შეუძლია გაანადგუროს მის გზაზე მდგომი რამდენიმე მტერი და გააგრძელოს მოძრაობა, სანამ 5 უჯრას არ ამოწურავს.

   შეტევისას ამარცხებს: ყველას, გარდა ფაროსნებისა.

   მოწინააღმდეგის შეტევისას აგებს: ფაროსნებთან, გვარდიელებთან, სხვა მხედრებთან და მშვილდოსნებთან (დისტანციაზე).


   სვლა: გადაადგილდებიან 1 უჯრაზე ნებისმიერი მიმართულებით (ვერტიკალი, ჰორიზონტალი, დიაგონალი).

   მოქმედება (ირჩევთ ერთ ვარიანტს):

1. შეუძლია გადავიდეს 1 უჯრაზე და გაისროლოს. 2. შეუძლია უბრალოდ გაისროლოს გადაადგილების გარეშე. 3. შეუძლია გადავიდეს 1 უჯრაზე გასროლის გარეშე.

   შეტევის პროტოკოლი: გასროლის განსახორციელებლად მოთამაშე ვალდებულია გამოაცხადოს სამიზნე (მაგალითად: „ვკლავ ამ ხმალოსანს“) და მხოლოდ ამის შემდეგ აიღოს მოწინააღმდეგის ფიგურა დაფიდან.

   სროლის მექანიკა: მშვილდოსანი ისვრის მკაცრად სწორ ხაზზე (ჰორიზონტალი, ვერტიკალი, დიაგონალი) 3 უჯრამდე დისტანციაზე. მშვილდოსანსა და სამიზნეს შორის არ უნდა იდგეს სხვა ფიგურა (საკუთარი ან სხვისი). გასროლა ითვლება დასრულებულ მოქმედებად (ერთ სვლად).

   ამარცხებს დისტანციურად: ყველას, ფაროსნებისა და კატაპულტების გარდა. კატაპულტას მშვილდოსანი ანადგურებს მხოლოდ ახლო ბრძოლაში (უჯრაზე ჩანაცვლებით).

   მოწინააღმდეგის შეტევისას: ახლო ბრძოლაში ნებისმიერ მეომარს შეუძლია მშვილდოსანის განადგურება მის უჯრაზე ჩანაცვლებით.


   სვლა: გადაადგილდებიან 2 უჯრამდე ნებისმიერი მიმართულებით (ვერტიკალი, ჰორიზონტალი, დიაგონალი). შეუძლია მიმართულების შეცვლა მოძრაობისას.

   თავისებურება აბჯარი“: ერთადერთი იუნიტი, რომელიც სრულად არის დაცული მშვილდოსნების ისრებისგან.

   შეტევისას ამარცხებს: მშვილდოსნებს, მხედრებს და სხვა ფაროსნებს. ფიგურის აყვანის შემდეგ ფაროსნის სვლა ითვლება დასრულებულად.

   მოწინააღმდეგის შეტევისას აგებს: ხმალოსნებთან, გვარდიელებთან და ფაროსნებთან.


   სვლა: გადაადგილდებიან 3 უჯრამდე ნებისმიერი მიმართულებით (ვერტიკალი, ჰორიზონტალი, დიაგონალი). მოძრაობისას შეუძლია მიმართულების შეცვლა.

   შეტევისას ამარცხებს: ფაროსნებს, მშვილდოსნებს და ხმალოსნებს. ფიგურის აყვანის შემდეგ ხმალოსანის სვლა ითვლება დასრულებულად.

   მოწინააღმდეგის შეტევისას აგებს: გვარდიელებთან, მხედრებთან, ხმალოსნებთან და მშვილდოსნებთან (დისტანციაზე).


   სვლა: გადაადგილდებიან 4 უჯრამდე ნებისმიერი მიმართულებით. მოძრაობისას შეუძლია მიმართულების შეცვლა.

   შეტევისას ამარცხებს: მოედანზე მყოფ მოწინააღმდეგე არმიის ყველა იუნიტს. ფიგურის აყვანის შემდეგ სვლა დასრულებულად ითვლება.

   მოწინააღმდეგის შეტევისას აგებს: გვარდიელებთან, მხედრებთან და მშვილდოსნებთან (დისტანციაზე).


   სვლა: გადაადგილდება 1 უჯრაზე მხოლოდ ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად (წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ).

   გასროლა: კატაპულტა ანადგურებს მის წინ, მე 4, მე 5 და მე 6 უჯრებზე მდომ ჯარისკაცებს და კატაპულტას. ჭურვი დაუზიანებლად გადაუფრენს პირველ, მეორე და მესამე უჯრებზე მდგომ იუნიტებს  და ხვდება სამიზნე ზონას (4, 5, 6 უჯრები). გასროლის მომენტში ამ უჯრებზე მყოფი ყველა მეომარი (მათ შორის საკუთარიც) ნადგურდება.

   რიგითობა: კატაპულტა ჯერ აკეთებს გასროლას (ისვრის მხოლოდ წინ), შემდეგ კი გადაადგილდება 1 უჯრაზე. შეუძლია ისროლოს და არ გადაადგილდეს.

   ნებისმიერ იუნიტს შეუძლია კატაპულტის განადგურება მის უჯრაზე ჩანაცვლებით.


  1. აგრესიული ვარიანტი: ეს არის ვარიანტი, რომელიც გაწერილია თამაშის წესებში. მშვილდოსანი ისვრის 3 უჯრამდე მანძილზე ყველა მიმართულებით. ეს თამაშს უფრო სწრაფს და სახიფათოს ხდის.
  2. ზომიერი ვარიანტი: მშვილდოსანის დიაგონალზე სროლის მანძილი იზღუდება 2 უჯრით (ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად რჩება 3 უჯრა). ამ ვარიანტში იზღუდება მშვილდოსნის შესაძლებლობები. შესაბამისად თამაში უფრო მშვიდ და დინამიურ ელფერს იძენს.

რეჟიმის არჩევა ხდება თამაშის დაწყებამდე მოთამაშეების შეხედულებისამებრ.


Follow the link and read the rules in English