ჩვენს შესახებ

კომპანია „ქართული სათამაშო“ წარმოგიდგენთ შემეცნებით - გასართობ სამაგიდო თამაშებს.

2007 წლიდან ვცდილობთ შევქმნათ ისეთი სათამაშოები, რომლებიც დაეხმარება პატარების და მოზარდების ინტელექტუალურ განვითარებას და სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას.

ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ჩვენი პატარების ცხოვრებისადმი ხალისიან მიდგომას და სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას. მუდმივმა ორიენტაციამ ბავშვების აზროვნების განვითარებაზე შეგვაძლებინა ისეთი თამაშების მოფიქრება როგორებიცაა „ბიზნესმენი“, „გალაქტიკა“, „ჭკვიანი ფუტკრები“, „სიბრძნის საუნჯე“, „გენერალისიმუსი“.

ყველა მათგანი შესძენს ჩვენს პატარა თაობებს სხვადსხვა უნარებს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელივანია, ჩვენი თამაშები დაეხმარება ბავშვებს კომპიუტერული დამოკიდებულების დაძლევაში და თანატოლებთან ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში.

ასევე ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია გახდეს თამაშის თამამონაწილე, რაც კიდევ უფრო ახალისებს ბავშვების და მშობლების კომუნიკაციას.

 

ვიაზროვნოთ, ვიხალისოთ, ვითამაშოთ ერთად!

კომენტარები

პროდუქციის შეძენა - მიწოდება

უფასო მიწოდება საქართველოს მაშტაბით

პროდუქციის შესაძენათ

1, დაწკაპეთ თქვენთვის სასურველ სათამაშოზე

2, მიუთითეთ რაოდენობა და დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა“

3, ჩაწერეთ სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილური, აირჩიეთ „თბილისი“ ან „თბილისის გარეთ“ . ჩაწერეთ მისამართი, სადაც უნდა გამოიგზავნოს სათამაშო და სათამაშოს სავარაუდო მიმღები პირი. შემდეგ ღილაკი „გადახდა“.

4, გადაამოწმეთ შეყვანილი ინფორმაცია და ისევ ღილაკი „გადახდა“

5, შეიყვანეთ პლასტიკური ბარათის მონაცემები

----------------------------------------------------
 

მიწოდების პირობები:

თბილისში და ცენტრალურ ქალაქებში 2-3 დღე

სოფლებსა და პატარა ქალაქებში 3-4 სამუშაო დღე (გამონაკლისის შემთხვევებია მაღალმთიანი რეგიონები, სადაც სეზონურად შესაძლოა გახანგრძლივდეს ჩაბარების ვადები)