Product Image

ფერმა

გახდი საუკეთესო ფერმერი


სამაგიდო თამაში "ფერმა" წარმოდგენილია 2 თამაშით "ფერმა" და "ფერმა-ლოტო".

"ფერმა-ლოტო" - კლასიკური ლოტოს მსგავსი თამაშია და დიდი სიამოვნებით გაერთობიან როგორც ბავშვები 3 წლიდან, ასევე მათი მშობლები.

თამაში "ფერმა" დააინტერესებს ბავშვებს 7 წლის ასაკიდან და ზევით. თამაშის პროცესში გეძლევათ შესაძლებლობა შეიძინოთ სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ბარათები.

ინტუიცია და სწორი ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება განაპირობებს მაქსიმალური სარგებელის მიღებას და საუკეთესო ფერმერის წოდების მოპოვებას.

იმის გარდა, რომ თამაშის პროცესი მაქსიმალურად დაძაბული და საინტერესოა, ის ზოგადად ბავშვებს უქმნის წარმოდგენას ფერმაზე და სოფლის მეურნეობაზე.

21.00

დარჩენილია 1000
რაოდენობა:
ყიდვა
Product Image
Product Image