ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ და საქართველოში წარმოებულ 100 %- ით ქართულ სამაგიდო თამაშებს.

2007 წლიდან ვცდილობთ შევქმნათ ინტელექტუალურად მაღალი ხარისხის სათამაშოები. ამ დროის მანძილზე შევძელით და ჩაუშვით წარმოებაში 8 განსხვავებული თემატიკის და დატვირთვის სამაგიდო თამაში.

ჩვენთან წარმოებული პროდუქცია საოჯახო თამაშებია. ამ რთულ და გარდამავალ დროში, როცა ყველა თავის გაჯეტშია ჩაფლული, ჩვენი თამაშები ხელს უწყობს ოჯახების ერთად შეკრებას და დროის მხიარულად გატარებას. აქედან გამომდინარე ყალიბდება მეტი ურთიერდგაგება ოჯახის წევრებს შორის.

ჩვენი სათამაშოებისადმი ბავშვების დამოკიდებულება და მათი მშობლების გამოხმაურება გვაძლევს დიდ სტიმულს და ძალებს ახალი თამაშების შექმნის პროცესში.

მთავარი მიზანი და პრიორიტეტია მხოლოდ ინტელექტუალურად ხარისხიანი და სასარგებლო სათამაშოების მიწოდება ჩვენი პატარებისთვის.

ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს ის შეგრძნება, რომ ჩვენი საქმიანობით და ძალისხმევით ბავშვები და მოზარდები იძენენ ცოდნას, ავითარებენ ახალ უნარებს, სწავლობენ დაამყარონ სწორი და საქმიანი ურთიერთობები. ეს ყველაფერი შემდგომში მათ ხელს შეუწყობს გახდნენ მეტად პრაგმატულები და წარმატებულები.

გვიყვარხართ !!!